ხშირად დასმული კითხვები

გათბობაზე სამუშაოდ, მზის კოლექტორი ეფექტურია, იმ შემთხვევაში, როცა გაქვთ წყლის დიდი ხარჯი მაგ. აუზი. სხვა შემთხვევაში გირჩევთ გამოიყენოთ მხოლოდ ცხელი წყლის მისაღებად. მცირე წარმადობისას თვითღირებულების ამოგებას დიდი დრო სჭირდება… მზის წყალგამაცხელებლები (კოლექტორი) გვაქვს 140 ლიტრიდან 340 ლიტრამდე (მხოლოდ ცხელი წყლის მისაღებად). მზის წყალგამაცხელებლის ფასები(კოლექტორი): 780 ლარიდან 2400 ლარამდე.

ბუნებრივი აირის წვა დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე: 

  • კედლების და ფანჯრების თბოიზოლაციის ხარისხი
  • ცხელი წყლის მოხმარების რეჟიმი
  • გათბობის სისტემის დაპროექტების და შესრულების ხარისხი
  • დანადგარების ეფექტურობის დონე

იდეალური პირობებში, 1 კვ.მ–ზე მიახლოებით 1.00 ლარი უნდა ირიცხებოდეს, თუმცა ეს მაჩვენებელი ძალიან ინდივიდუალურია და ხშირად მერყეობს.

საზოგადოდ ბინის 10მ2–ზე ანგარიშობენ 1კვტ სიმძლავრეს.

მაგალითისთვის: 80 კვ.მ ბინას, ჭერის სიმაღლით 2,5-3 მ დასჭირდება გათბობის ქვაბი მინიმუმ 8 კვტ სიმძლავრით.

BOSCH თერმოტექნიკის მოწყობილობებს შორის მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნადობით და პოპულარობით სარგებლობს მარტივი ფუნქციონალური კონსტრუქციის და ალის თბოგადაცემის პრინციპის შესაბამისად წოდებული, კონვექციური ტიპის ქვაბები. კონვექციური მოწყობილობების ეფექტურობის თეორიული მაქსიმუმი, ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმებში მუშაობისას შეადგენს 92-93%-ს (თეორიულადაც გარდაუვალია გარკვეული რაოდენობის სითბოს დაკარგვა ნამწვი აირების გატყორცნისას). კონვექციური ტიპის მოდელებში რეალურ პირობებში  მიღწეულია ეფექტურობის 90-91% მაჩვენებელი.
საკონდენსაციო კედლის ქვაბების ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმებზე ტესტირებისას, სანთურის მიერ გენერირებული სითბოს სასარგებლო ათვისების ეფექტურობის მაჩვენებელმა შეადგინა 98%. მიღწეული ეფექრურობის მაჩვენებელი აღემატება ტრადიციული კონვექციური მოწყობილობების თეორიულ მაქსიმუმს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი თაობის მოწყობილობაში ახალი ტიპის ფუნქციონალური კონსტრუქსიის წვის კამერაით ხორციელდება წვის შედეგის-ნამწვის მაქსიმალურად გაგრილება, მასში არსებული ორთქლების კონდენსაციის ტემპერატურამდე. შედეგად ათვისებული სასარგებლო სითბო შეადგენს კონვექციური და კონდენსაციისას გამოყოფილი სითბოს ჯამს-98%, ხოლო გაგრილებული ნამწვის სახით გატყორცნილი თბოდანაკარგი შეადგენს მიზერულ- 2%-ს. ტრადიციული კონვექციური მოწყობილობების მიმართებაში, საკონდენსაციო მოწყობილობის ეფექტურობის მაჩვენებელი სამართლიანად შეიძლება შეფასდეს როგორც 110% ეფექტურობა.

კედლის და დასადგამ ქვაბებს შორის არჩევანის გაკეთებისას, ძირითადი ყურადღება ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კომპაქტურობა, სიმძლავრე, მასა, ეკონომომიურობა და ფასი.

დასადგამი ქვაბის გამოყენება რეკომენდირებულია დიდ საცხოვრებელ ფართში, დიდი ზომის კოტეჯებში, აგრეთვე დიდი ფართის საოფისე და სამრეწველო დანიშნულების შენობებში. კედლის ქვაბის გამოყენება კი ქალაქური ტიპის, მცირე, საშუალო და დიდი საცხოვრებელი ფართების, ოფისების, სავაჭრო ობიექტებისა და სხვა შენობა ნაგებობებისათვის.

საშუალოდ 600*1000 მმ ზომის პანელური რადიატორი ათბობს 20მ2 საცხოვრებელ ფართს, სტანდარტული სიმაღლის ჭერითა და თბოდანაკარგის დაბალი კოეფიციენტით. იგივე პირობებში 1 სექცია 500მმ-იანი სიმაღლის ალუმინის რადიატორი ათბობს 1.5 კვადრატამდე საცხოვრებელ ფართს.

ალუმინის რადიატორები (სექციური ) გააჩნია რომელ ფირმას და როგორ დიზაინს შეარჩევთ. ფასი 12.3ლარიდან 28 ლარის ფარგლებში მერყეობს მოდელისა და სიმაღლის მიხედვით.

გვაქვს:

  • იტალიური: Sirragrup – ALI QUEEN, RUBINO
  • ტაივანური: Lontek – ULTRA,
  • ჩეხური: JUMBO
  • ფოლოდის პანელური რადიატორები გვაქვს MASTAS ფირმის.
  • ცენტრალური გათბობის ქვაბის გაშვება, მონტაჟი – 120₾
  • თითო წერტილი (რადიატორები და ა.შ.) – 60₾.
  • კონდიციონერი 9000-იანის და 12000-იანი – 120₾ (სტანდარტული მონტაჟი).
  • კონდიციონერი 18000 – 150₾ (სტანდარტული მონტაჟი).
  • კონდიციონერი 24000 – 180₾ (სტანდარტული მონტაჟი).

60-100მ2-მდე ბინისთვის ცენტრალური გათბობის დაყენება მასალისა და ხელობის გათვალისწინებით ჯდება საშუალოდ 2200-2600₾-მდე (საორიენტაციო ღირებულება).

ზუსტი დათვლისთვის შეგვიძლია გამოგიგზავნოთ საპროექტო ჯგუფი, რომელიც თქვენი ბინის აზომვისა და თბოდანაკარგის გამოთვლის შემდეგ დაიანგარიშებს ზუსტ თანხას.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 0 %-იანი განვადებით ჩვენს პარტნიორ ბანკებში: TBC, საქართველოს ბანკი, კრისტალი და კრედო, ასევე პროკრედიტ ბანკში – ეკო სესხით. 

კომპანია «ქებული კლიმატის» ნებისმიერ ფილიალში, ბანკში წაუსვლელად, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრისტალის განვადებით.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს – განვადების პირობები

გამოხატეთ თქვენი სურვილი «ქებული კლიმატის» ცხელ ხაზზე: 202 22 22 ან შეუკვეთეთ ზარი ერთი დაკლიკებით და ჩვენ დაგირეკავთ → ზარის შეკვეთა.

ჩვენ თქვენთვის მოსახერხებელ დროს გამოგიგზავნით საპროექტო ჯგუფს, რომელიც თქვენი ბინის აზომვისა და თბოდანაკარგის გამოთვლის შემდეგ დაითვლის ხარჯებს ამის შემდეგ დავიწყებთ მონტაჟს, რომელსაც დაახლოებით 2-5 დღე სჭირდება.