კონფიდენციალობის პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი:
სს „ქებული კლიმატი“ ( შემდგომში – კომპანია) გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში(ს/კ:202283242; იურ.მის: ქ.თბილისი, ე.ბოცვაძის ქ.№4.).
კომპანიის ვებ-გვერდის მისამართია: https://qebuli-climate.ge
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:
- არსებობს მომხმარებლის თანხმობა;
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
- კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მომხმარებელმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);
- მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი
კომპანიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება შემდეგი მიზნით:
- პროდუქციის შეძენისა და მიწოდების;
- მომსახურების გაუმჯობესების;
- მარკეტინგული მიზნებისთვის;
- ხელშეკრულებით გათვალსიწინებულ ვალდებულებათა შესრულებისთვის;
- მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებულ პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
- პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში ონლაინ განვადების დამტკიცების მიზნებისთვის;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებათა და ვალდებულებათა შესრულების მიზნებისთვის.
რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავაბთ?
ზემო ხსენებული მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიის მხრიდან შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი,ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო ბარათის რეკვიზიტები.
აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულოა მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელებისათვის. თუ თქვენი მხრიდან არ იქნება მოწოდებული შესაბამისი ინფორმაცია, ვერ მოხდება თქვენთვის სასურველი შეკვეთის განხორციელება და მოწოდება.
გარდა ამისა, კომპანიას შესაძლოა ასევე წვდომა ქონდეს პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფით გადმოცემულ ინფორმაციაზე, როგორებიცაა: თუ რა ტიპის ბრაუზერსა და ოპერაციულ სისტემას იყენებს მომხმარებელი, ვებ-გვერდზე შესვლის დრო და ხანგრძლივობა, ვებ-გვერდის დომენის სახელი. მონაცემები ასევე მუშავდება(“Cookies”საშუალებით), რომლის მეშვეობითაც წვდომა გვაქვს მომხმარებლის IP მისამართზე. ამგვარი ინფორმაციის დამუშავება ხდება ავტომატურად, შემდგომში მომსახურების გაუმჯობესების მიზნებისთვის. ( ეს ნაწილი შესაძლოა აიტის მხრიდან გასწორდეს)
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ხანგრძლივობა და ფარგლები
სს „ქებული კლიმატი“-ს მიერ მონაცემთა დამუშავება მოხდება მხოლოდ იმ ვადით და ფარგლებში, რაც აუცილებელია ინფორმაციის დამუშავების მიზნებისათვის. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
კომპანიის მხრიდან თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გამჟღავნებულ იქნას, იმ შემთხვევაში თუ საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესებს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, დანაშაულის გამოვლენასა და გამოძიებასა, ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს, მომხმარებლისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს. ინფორმაციის გაცემა შესაძლოა მოთხოვნილ იქნება შესაბამისი სამარდალდამცავი და სხვა კანონმდებლობით გათვალისიწნებული ორგანოების მხრიდან.
მომხმარებელთა უფლებები
მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. კომპანიამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს შემდეგი სახი ინფორმაცია:
- მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- რა გზით შეგროვდა მონაცემები;
- ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
მომხმარებლისთვის ზემო ხსნებული მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ მონაცემები კანონის თანახმად, საჯაროა.
მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია წერილობით,ზეპირად ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით.მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში კომპანია ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება. კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და გაანადგუროს დამუშავებული მონაცემები განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი. აღნიშნული ვალდებულება კომპანიას არ ეკისრება თუ მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულებების შესრულებისთვის მისივე თანხმობით დამუშავდა ინფორმაცია.
მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგული გზით დამუშავება
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები.
მონაცემთა შეგროვების მიზნის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
მომხმარებლის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება ნებისმიერი მონაცემი დამუშავდეს.
მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.
კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
მომხმარებელს უფლება აქვს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა წამოაყენოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი, ან/და კომპანია ვალდებულია განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის.
მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა
კომპანია ვალდებულებას იღებს მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი და უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან, თუმცა ტექნოლოგიური სწრაფი განვითარების პირობებში კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ მიუხედავად კომპანიის მხრიდან მიღებული უსაფრთხოების ზომებისა სრულად მოხდება უკანონო შეღწევის, ჰაკერული და თაღლითური გზით მოპოვებული მონაცემების დაცვა შეცვლის, გამჟღავნების, დაკარგვის ან განადგურებისაგან.
საკანონმდებლო ნორმები
წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.