წესები და პირობები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წესებს და პირობებს.
ვებ-გვერდის
გამოყენებისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას, წესებსა და პირობებს.
კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებითა და ნებართვით ადასტურებთ რომ
ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი სურვილით და თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია
წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს.
მიწოდების და ანგარიშსწორების წესები:
ზოგადი პირობები:
პროდუქციის
მიწოდება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. მიწოდების უზრუნველყოფს
ქებული კლიმატის საკურიერო მომსახურება.
გადახდა
შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით:
ინვოისის ან ვებ-გვერდის გადახდის სისტემის საშუალებით, შემდეგნაირად:
პროდუქციის არჩევის და
დადასტურების შემდეგ მიჰყევით ბმულს ღილაკით – „გადახდა“ → შეარჩიეთ
თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდი → ონლაინ გადახდის შერჩევის
შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი მიმდევრობა → ბარათიდან
თანხის ჩამოჭრის შემდგომ შეკვეთა ჩაითვლება გაფორმებულად. ინვოისით
ანგარიშსწორების შემთხვევაში მზა ფაილს გამოგიგზავნით გაყიდვების კონსულტანტი.
მიწოდების ვადები
შეკვეთები შეგიძლიათ განახორციელოთ 24/7 რეჟიმში. სამუშაო დღეებში შეკვეთილი
პროდუქციის მიწოდება მოხდება: თბილისის მასშტაბით – 1-2 სამუშაო დღის ვადაში. (13:00-მდე შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების ათვლა იწყება იმავე დღიდან, ხოლო 13:00-ის შემდეგ განხორციელებული შეკვეთის ვადა
აითვლება მომდევნო სამუშაო დღიდან). საქართველოს დანარჩენ რეგიონებში – შეკვეთის მიწოდება ხდება 2-3 სამუშაო დღის ვადაში, გარდა სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებისა*. მიწოდების საათები მომხმარებელს პროდუქცია მიეწოდება სამუშაო დღეებში, 10:00-20:00 საათამდე (პროდუქციის
ჩაბარება არ ხორციელდება შაბათ-კვირას და სახელმწიფო დასვენების დღეებში) *
სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში (მესტია, სტეფანწმინდა, დუშეთი, თიანეთი,
ცაგერი და ლენტეხი) შეკვეთის მიწოდება ხორციელდება 5 სამუშაო დღის ვადაში.
მიწოდების ღირებულება
თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში:
·
100₾-ზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენისას
მიწოდება უფასოა;
·
100₾-მდე პროდუქციის მიწოდების ღირებულება შეადგენს 30₾-ს.
თბილისის
შემოგარენში მიწოდების ღირებულებაა 50₾.
სხვა
შემთხვევაში:
აქციის ფარგლებში კონდიციონერის შეძენისას სტანდარტულ მონტაჟს
მიიღებთ საჩუქრად.
მონტაჟი სტანდარტულად ითვლება თუ:
·
გასაყვანი მილების მონაკვეთი არ აღემატება 3მ-ს და არ საჭიროებს
რაიმე სახის შედუღებით სამუშაოებს (მაგ. როგორიცაა 90 მოხვევები და ა.შ.)
·
გასაბურღი კედლის სისქე არ აღემატება 0,5 მეტრს; არის
ბლოკის/აგურის და არ არის არმირებული.
·
არ საჭიროებს ამწე-კალათას.
·
დენის წყარო მიყვანილია სამონტაჟო ადგილას.
გარდა ზემოთ
ჩამოთვლილი შემთხვევებისა, ყველა სხვა შემთხვევა განიხილება როგორც არასტანდარტული
მონტაჟი, სადაც აუცილებელია ადგილზე კონსულტაცია.
შეძენილი პროდუქციის დაყენებისა და გამოყენების ინსტრუქცია
მოთავსებულია თავისივე ყუთში,საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია
მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, როგორც კომპანიის ნებისმიერი ფილიალში, ასევე
სხვადასხვა საკონტაქტო არხის საშუალებით, მათ შორის: ვებ-გვერდის, სოციალური
ქსელებისა და ქოლ-ცენტრის გამოყენებით.
აგრეგატის შეძენა/მონტაჟისას კომპანიის მიერ გაცემული
რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კომპანია პასუხისმგებლობას არ
იღებს აგრეგატის გაუმართავ ფუნქციონირებასა და მისგან გამოწვეულ დაზიანებაზე.
პროდუქტის დაბრუნების პირობები:
პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკის
გათვალისწინებით,შესაძლებლობა გაქვთ 14 კალენდარული დღის განმავლობაში უკან
დააბრუნოთ შეძენილი პროდუქცია. პროდუქციის შეძენის ვადა აითვლება პროდუქციის
მფლობელობაში მიღებიდან. პროდუქციის უკან დაბრუნების ხარჯის გაწევა ეკისრება
მომხმარებელს თუ პროდუქციის ფოსტით დაბრუნება შეუძლებელია. პროდუქციის დაბრუნების წესი და
გამონაკლისები:
1.
პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ
დაგვიკავშირდეთ და გვაცნობოთ პროდუქციის დაბრუნების შესახებ.
2.
პროცესის ინიცირებისთვის საჭიროა გვაცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქციის მაიდენტიფიცირებელი
მონაცემები: შეკვეთის თარიღი და შეკვეთის მიღების თარიღი.
3.
თუ პროდუქციას და პროდუქციის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს
აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს
ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქციის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს
მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს
არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე
კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქცი(ებ)ის დაბრუნების პროცედურა.
4.
პროდუქციის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა
დასაბრუნებელი პროდუქცია უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე მითითებულ მისამართზე.
5.
პროდუქციის დაბრუნების დროს პროდუქციას უნდა ახლდეს შეძენის დროს
გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.)
ანაზღაურების
წესი:
1.
კომპანია, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების
სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის
მიერ პროდუქციაში გადახდილი თანხის:
·
100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქციის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია,
დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და
დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და
სხვ.).
·
100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქცია არ შეესაბამება შეკვეთას/ან
ვებ-გვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების
პროცესში ან კომპანიის მხრიდან დაირღვა მიწოდების შეთანხმებული დრო და თან ახლავს
შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო
ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და
სხვ.).
2.
თანხის დაბრუნება შესაძლებელია იმავე ანგარიშსწორების გზით რითაც
ისარგებლა მომხმარებელმა.
3.
კომპანია მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას,
წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს მოთხოვნის
დაფიქსირებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.